1-ელ აგვისტოს, 20:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.
1-ელ აგვისტოს, 18:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2025 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც გაგრძელდება გასულ წელს დაწყებული ინიციატივა - თსუ კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.
28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად.
ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ ფაკულტეტზე 25, 28, 29, 30, 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსი, აუდიტორია #107, #110, ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; პარასკევი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მანტიების დაბრუნება:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს 1-ელ აგვისტოს მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ თსუ I კორპუსში (I სართული, დერეფანი ჭავჭავაძის მხარეს), ხოლო 4 და 5 აგვისტოს 11.00-დან 16.00 საათამდე - ფაკულტეტზე მითითებულ მისამართზე.
კაშნეებს უნივერსიტეტი სამახსოვროდ გადმოგცემთ.
კურსდამთავრებულთა შეკრების ადგილი 1-ელ აგვისტოს, 19.00 საათიდან, თსუ I კორპუსში ფაკულტეტების მიხედვით
ღონისძიების შემდგომი წვეულება ე.წ. After Party გაიმართება თსუ მე-2 კორპუსის შიდა ეზოში. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: FE PROJECT, DJ 110, Monk B2B Mocongo.
After Party-სთვის მოსაწვევები გაიცემა 30 და 31 ივლისს, 11:00-საათიდან 17:00-საათამდე, თსუ I კორპუსის 213-ე აუდიტორიაში და X (მაღლივი) კორპუსის 102-ე აუდიტორიაში; ასევე, 1-ელ აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, თსუ I კორპუსის 213-ე აუდიტორიაში. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ღონისძიების დღეს მოსაწვევთან ერთად უნდა წარმოადგინოთ.
გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!